გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში
საგანი/პედაგოგი
სპორტი/ვლადიმერ მეგრელაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/ მე-5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე/სსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  კიდევ ერთხელ დავანახოთ და შევახსენოთ მოსწავლეებს ფეხბურთი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახე.
ü  მოსწავლეებში გუნდურობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარება.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეებში ბურთის დაუფლების ტექნიკის ცოდნა;
·         ბურთის ტარება, შიდა და გარეთა ტერფის გამოყენებით.

სპ.V.2. მოსწავლეს ფიზიკური აქტივობისას შეუძლია წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (გადაადგილება, წონასწორობის შენარჩუნება და მანიპულირება).

ü  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: იყენებს სხვადასხვა გუნდური თამაშის (ფრენბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი) ძირითად ილეთებს, წესებს, ხმოვან სიგნალებს;
ü  გადაადგილებისას იჭერს და ზუსტად გადასცემს ბურთს თანაგუნდელს.
ü  შეძლებს თამაშის დროს ბურთის ტარებას და კონტროლს.

ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლე ფლობს უნარს გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორებიცაა: მიზნის დასახვა, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, ადამიანებთან ურთიერთობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü  ასრულებს თავის ფუნქციას და გრძნობს პასუხისმგებლობას  გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
ü  ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ყოველთვის ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს;
წინარე ცოდნა
ზოგადი ფიზიკური მომზადება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეების შეფასებას ვახდენ შეფასების სქემის მიხედვით, გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას - სიტყვიერი კომენტარის სახით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სპორტული მოედანი, მცირე ზომის ალმები და ბურთები. პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის ფაზა. გამოწვევა

აქტივობა 1- ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება-
6 წუთი, პრეზენტაცია ეხება ქართული კალათბურთის ისტორიის  საწყის ეტაპს.

აქტივობა 2 - სპორტულ მოედანზე ორგანიზებული გასვლა - 4 წუთი.

აქტივობა 3 - მოთელვითი ვარჯიში- 5 წუთი.

აქტივობა 4 - მოსწავლეების გადანაწილება მოედანზე, საჭირო რაოდენობის ბურთებით უზრუნველყოფა. 3 წუთი.

გაკვეთილის ფაზა. ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 5 - წყვილებს შორის ბურთების გადაცემა, შიდა და გარეთა ტერფის გამოყენებით. 10 წუთი.

აქტივობა 6 - ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაში. 12 წუთი.

გაკვეთილის ფაზა. შემაჯამებელი.

აქტივობა7 - კითხვა-პასუხი, გასაუბრება, დავალება: ორგანზებული კლასის გაშვება. 5 წუთი.

No comments:

Post a Comment